ახალი ამბები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 32 წლის მწყემსს ეძებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში 32 წლის ჯომართ ახმედოვს ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მწყემსმა, 25 ივლისს სახლიდან უკანა ფშავის მიმართულებით, ცხვარი წაიყვანა და აღარ დაბრუნებულა.

გაუჩინარებულის ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა, რომელიც მწყემსის დაძებნის სუშაოებს აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.