ახალი ამბები

დღეიდან თელავში ,,ფაიზერით” იმუნიზაციის პროცესი დაიწყო

კახეთის რეგიონში “ფაიზერით” იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.

რამდენიმე ასეული დოზა ვაქცინა თელავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს რამდენიმე დღის წინ გადაეცა.

რეგიონში მოქმედი ამცრელი დაწესებულებიდან ,,ფაიზერით“ აცრები ამ ეტაპზე მხოლოდ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოხდება.

სპეციალისტების განმარტებით, საზოგადოებრივ ცენტრებში ყველა პირობაა შემნილი იმისათვის, რომ მოხდეს ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვა და ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

რეგიონში მოსახლეობა ამ დრომდე სინოფარმით, სინოვაკითა და ასტრაზენეკათი იცრებოდა, თუმცა ახლა ფაიზერის ვაქცინაც ხელმისაწვდომია.