ახალი ამბები

ყვარელსა და ლაგოდეხში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა დაიწყო

ახალგაზრდობის სააგენტო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად საქართველოს 10 რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას ახორციელებს.

კვლევა რომელსაც კომპანია ACT ახორციელებს, კახეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტს, ყვარელსა და ლაგოდეხს მოიცავს.

,,14 მუნიციპალიტეტიდან 4–ში, ბათუმში, გარდაბანში, ადიგენსა და დუშეთში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, კლევა უკვე ჩატარდა, დანარჩენ მუნიციპალიტებში, აქტიურად ვმუშაობთ კვლევით კომპანია ACT–სთან ერთად.

კვლევა, სააგენტოს ერთ–ერთი სარეფორმო მიმართულების ,,მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების” ფარგლებში ტარდება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიქმნება”,- აცხადებენ ახალგაზრდობის სააგენტოში.