ახალი ამბები

ყვარელში, ქუჩაში 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეგობრებს ესაუბრებოდა, როცა მოულოდნელად დაეცა. ადგილზე მისულ სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ახალგაზრდა მამაკაცი წარსულში ფეხბურთელი იყო და ახლობლების განმარტებით, არ ავადმყოფობდა. რა გახდა გარდაცვალების რეალური მიზეზი შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.