ახალი ამბები

Facebook-მა ალტ-ინფოს გვერდი ,,სამართლიანი არჩევნების” შეტყობინების საფუძველზე წაშალა

Facebook-მა ალტ-ინფოს გვერდი ,,სამართლიანი არჩევნების” შეტყობინების საფუძველზე წაშალა. აღნიშნულ საკითხზე განცხადება ორგანიზაციამ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

”სამართლიანმა არჩევნებმა” Facebook-ს მიმართა და ალტ-ინფოს მიერ მის პლატფორმაზე გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შესახებ აცნობა.

Facebook-ის შესაბამისი განყოფილების გადაწყვეტილებით, ალტ-ინფომ Facebook-ის გამოყენების წესები და პოლიტიკა დაარღვია. ”სამართლიანი არჩევნები” აგრძელებს სოციალურ მედიაში გავრცელებული ძალადობის წამახალისებელი გზავნილების მონიტორინგს და სოციალური მედიის პლატფორმების ინფორმირებას.