კახეთში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს
კახეთის რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.
სინოპტიკოსების თქმით, უახლოესი ორი დღე, კახეთში ტემპერატურის მაქსიმალური ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო საღამოს საათებში მოსალოდნელია 21 გრადუსამდე ტემპერატურა.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დღის საათებში გარეთ სიარულისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. უწყებაში განმარტავენ, რომ აუცილებლად უნდა მიიღოთ ბევრი სითხე.