ახალი ამბები

თელავში ბავშვების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

თელავში ბავშვების კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი ბოლო ორი კვირაა გაიზარდა.

თელავის ბავშვთა საავადმყოფოში განმარტავენ, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ, ბავშვებში კოვიდით ავადობის შემთხვევები, რეგულაციების მოხსნის შემდეგ დაიწყო.

“გარკვეული დროის განმავლობაში აღარ გვქონდა ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები. ეს ერთი კვირაა, დღეში ხან ორიც ვლინდება. იმ ფონზე, როცა საერთოდ აღარ იყო, ამან ჩვენ შეგვაშფოთა. ვფიქრობ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება. შტამს ვერ გეტყვით, რომელია, აქ ამის კვლევის შესაძლებლობა არ გვაქვს”– განაცხადეს ბავშვთა საავადმყოფოში.

კახეთში კოვიდინფიცირებული ბავშვებისათვის სტაციონარი არ არის. მცირეწლოვანი ბავშვები, სამკურნალოდ, თბილისში, სპეციალიზებულ კლინკებში გადაჰყავთ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კოვიდ- 19- ის 157 შემთხვევა გამოვლინდა.