ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

სოფელ კისისხევში შველი დააფიქსირეს – ვიდეო

თელავში, სოფელ კისისხევში შველი დააფიქსირეს.
შველი წყვილჩლიქოსანი ცხოველია ირმისებრთა ოჯახიდან. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ-ია. მამლის მასა 55 კგ აღწევს, დედალი მომცროა. შველს აქვს მსუბუქი, მოხდენილი სხეული, გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, რქები, დედალი ურქოა.
გავრცელებულია ევროპაში, წინა აზიის დასავლეთით, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, აგრეთვე სამხრეთ ციმბირის მთებში, მონღოლეთსა და შორეულ აღმოსავლეთში. უპირატესობას ანიჭებს მეჩხერ ფოთლოვან ან შერეულ ტყეებსა და კარგად განვითარებულ ქვეტყეს.