ახალი ამბები

საგარეჯოში ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ინიციატივითა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია „სპექტრის“ მხარდაჭერით, 10 ივლისს საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში, საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ბიზნესფორუმი გაიმართება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფორუმის განმავლობაში მიმოიხილება მუნიციპალიტეტში არსებული და დაგეგმილი ბიზნესის ხელშემწყობი ღონისძიებები.

,,მხარეთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება ტურიზმის პოლიტიკის განვითარება ეკონომიკის გაძლიერების კუთხით. რადგან სხვადასხვა ორგანიზაციები ჩართულობითა და ინტერესებით, როგორც საჯარო – ისე კერძო სექტორიდან, დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ, მოიცვან ადგილობრივი მოქალაქეები, ბიზნესის მფლობელები, სახელმწიფო მარეგულირებელი და მიწათსარგებლობის განყოფილებები და სამმართველოები, საჯარო, კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები – ყველა, ვინც ჩართულია, ან უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინტეგრირებული პოლიტიკის დანერგვის მიზნით.

გარდა ამისა, ბიზნესსუბიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ კომპანიებში დასაქმების მსურველთა ადგილზე რეგისტრაციის. ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მსურველებს დაეთმობათ ადგილი, რომ განათავსონ თქვენი ბანერი და ყავდეთ ორგანიზაციის წარმომადგენელი. ფორუმი დაიწყება 12:00 საათზე”,- განაცხადეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

“მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის (MUSQAT)” ფარგლებში, პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრს და ევროკავშირს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ქვეშ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია “სპექტრის” მიერ.