თელავში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს
თელავში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე და საარჩევნო გარემოზე იმსჯელეს.
კონფერენციაზე, რომელიც ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ იყო ორგანიზებული, განიხილეს 2021 წლის საარჩევნო რეფორმის ფარგლებში
განხორციელებული ცვლილებები და სოციალურ მედიაში არსებული გამოწვევები არჩევნების კონტექსტში.
შეხვედრას საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურისტის, გიორგი მონიავას ინფორმაციით, შეხვედრებზე დამსწრე საზოგადოებას აცნობენ სიახლეებს და ორგანიზაციის კვლევას მასმედიასთან დაკავშირებით, რომელშიც მნიშვნელოვანი მიგნებებია გამოკვეთილი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით კი საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ არის ისეთი მნიშვნელოვანი რომელიც მთლიანად შეცვლის საარჩევნო პროცესებს, თუმცა არის არის პოზიტიური ცვლილებები, რომელსაც როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიესალმება. მისივე თქმით, მეტი ცვლილებები და რეკომენდაციები დარჩა გასათვალისწინებელი.