XVII-XVIII საუკუნების “ძველი აბანოს” უბანი თელავში
აღმოსავლური სტილის აბანო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თელავის ისტორიულ ნაწილში, ბატონის ციხის ფერდის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
აბანოს სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და ქართული აგური. აბანოს წინ არსებული ნაგებობის ნაშთი მიუთითებს იმაზედ, რომ იგი თავის დროზე გარშემორტყმული ყოფილა გალავნით.