ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი კახეთს ესტუმრა
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსთან ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად კახეთის რეგიონს სტუმრობდა.
ოფიციალურ სტუმრებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა უმასპინძლა და კახეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა.
ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ მოინახულა მუზეუმები და ეკლესია- მონასტრები, გაეცნო ქართულ ტრადიციებს. ამავდროულად, გასტრონომიული ტურის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ პურის ცხობის, ხინკლის მოხვევისა და ჩურჩხელის ამოვლების პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა.