სოფელ ჩუმლაყში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, ბადუაშვილის დაკავება თბილისში მოხდა. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
მალხაზ ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. მის სახელს რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის 2020 წლის თებერვალს გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მომხდარი სროლის, რამდენიმე თვის წინ მისი ავტომობილის ავტომატით დაცხრილვისა და ბადუაშვილის კუთვნილი სამაცივრე მეურნეობის დაწვის ფაქტები.
სამივე შემთხვევას ადგილობრივები შურისძიებას უკავშირებდნენ.