ახალი ამბები

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსის ინდური შტამისგან

ბოლო ერი თვეა საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი საუბრობს, რითი განსხვავდება ინდური შტამი იგი სხვა ვირუსებისგან და რა არის მისი დამახასიათებელი თვისებები.

“ვირუსის გადამდებლობა არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, მაგალითად თუ თავდაპირველ კორონა ვისუსს შეეძლო დაენფიცირებინა ორი ადამიანი ახლა ინდურ შტამს შეუძლია 6, 8 და 10 ადამიანზე მეტი დააინფიციროს ერთად, ამიტომ არის, რომ ახლა უფრო მეტად მთელი ოჯახი ინფიცირდება”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

როგორც იგი აღნიშნავს, ინდური შტამის სომპტომები არ არის განსხვავებული თავდაპირველი კორონა ვისრუსისგან. ინდური შტამი საქართველოში უკვე დაფიქსირდა, თუმცა კახეთში საბედნიეროდ ჯერ არცერთი შემთხვევა არ გვაქვს. ვირუსის სიმპტომები ზუსტად იგივეა, რაც საწყის ეტაპზე კორონავირუსს ახასიათებს.

მისი თქმით, ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა დადგენილი რეგულაციების გათვალისწინება.

“დეზინფექცია, პირბადე და რაც მთავარია ვაქცინა. ეს არის ის რაც ვირუსისგან დაგვიცავს. ახლა ვართ მესამე ტალღის დაღმავალ ეტაპზე, თუმცა დაინფიცირებული ადამიანების მაჩვენებელი კახეთში არ იკლებს”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.