ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონის სამმართველოს დავით ჯიღაური უხელმძღვანელებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონის სამმართველოს დავით ჯიღაური უხელმძღვანელებს. მანამდე ის სამეგრელო – ზემო სვანეთში მუშაობდა.

კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი, ბესიკ შუბითიძე კი სხვა რეგიონში გადაიყვანეს. ის იმერეთის რეგიონულ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, 2019 წლის მარტში, ბესიკ შუბითიძეს გურჯაანში მცხოვრებ ორ მოქალაქესთან, დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც ის, სანადირო თოფიდან გასროლით, მსუბუქად დაიჭრა. იმ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მას შეიარაღებული დაპირისპირება ბრაკონიერებთან მოუხდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დაპირისპირების დროს, თავად შუბითიძემ, სამსახურებრივი იარაღიდან 10 გასროლა განახორციელა და ერთ- ერთ დაკავებულს 5 ჭრილობა ზურგის არეში მიაყენა.

პოლიციამ მომხდარ ფაქტზე, ორი პირი თორნიკე ტურიაშვილი და უჩა ილაშვილი დააკავა, რომელთაგან ერთ- ერთი ამტკიცებდა, რომ დაკავებისას პოლიციაში სცემეს. საქართველოში საქმის დასრულების შემდეგ, უჩა ილაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

სასამართლომ, დაკავებისას მისი პოლიციაში ცემის ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია, სახელმწიფოს 10 ათასი ევრო დააკისრა და მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის რეკომენდაცია გასცა.