ახალი ამბები

პოლონეთში გაუჩინარებული ახალგაზრდის ოჯახმა, საზოგადოების დახმარებით ადვოკატის დაქირავება შეძლო

პოლონეთში გაუჩინარებული ახალგაზრდის ოჯახმა, საზოგადოების დახმარებით ადვოკატის დაქირავება შეძლო.

26 წლის დიტო ხელხელაურის ახლობლების ინფორმაციით, პოლონელი ადვოკატი საქმიანობას 24 ივნისიდან შეუდგა.

“საზოგადოებამ უდიდესი დახმარება აღმოუჩინა ოჯახს. 1200 ევრო იყო საჭირო, რომელიც საქართველოში შეგროვდა. ვიცით, რომ ადვოკატი უკვე შეუდგა საქმიანობას. ჩვენ მაინც ვაგრძელებთ დახმარების მობილიზებას, რადგან ყველაფრის ბოლომდე გარკვევის შესაძლებლობა იყოს”- განაცხადა ხელხელაურის მეგობარმა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მკვიდრს, 26 წლის დიტო ხელხელაურს, ვარშავის პოლიცია და ახლობლები უკვე 11 დღეა ეძებენ. მისი გაუჩინარების შესახებ, სხვადასხვაგვარი ვერსიები ვრცელდება თუმცა ზუსტი ინფორმაცია, ჯერჯერობით არავის აქვს.

18 ივნისს, მდინარე ვისლასთან ახალგაზრდა მამაკაცის ტანსაცმელი იპოვეს, თუმცა რა ბედი ეწია თავად ხელხელაურს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.