სოფელ ჩუმლაყში წარმოებული წვენები ექსპორტზე ლონდონში გავიდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წარმოებული დასალევი ხილ – ბოსტნეული, „კეთილი და პატიოსანი“, ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში გავიდა.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ხილ – ბოსტნეულის ღირებულება მარკეტში 1 ფუნტი და 99 პენსია. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ პირველ ეტაპაზე 1205 ყუთი გაიტანეს და ბრიტანელებისგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
„გუშინ მივღეთ ახალი ხელშეკრულება, რომელის მიხედვით ყოველთვიურად ერთ კონტეინერს გავყიდით. ლონდონში გასაყიდი ფასი 1.99-ია, ჩვენგან მიდის 90 პენსად. ჩვენ ვაწარმოებთ 6 გემოს. ექვსივე დასახელება გასულია ლონდონის ბაზარზე და ახალ შეკვეთას ელოდებიან. ეს 1 205ყუთი იყო პირველი შესვლა და მისი რეალიზაცია იქვე მოხდა“, – აცხადებენ კომპანიაში.