ვარშავაში დაკარგული დიტო ხელხელაურის ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში დაკარგული დიტო ხელხელაურის ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ოჯახის წევრების თქმით, დიტო ხელხელაური უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც დაიკარგა. მათი თქმით, საქმის გამოსაძიებლად სჭირდებათ ადვოკატი, რომლის დაქირავების საშუალებაც არ აქვთ. ახალგაზრდას ოჯახის წევრები და მეგობრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.
,,ეს ამბავი საჭიროებს გამოძიებას და ამისთვის საჭიროა ადვოკატი რისი დაქირავების შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. გამოძიება, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რადგან თითოეულ საათსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”,- აცხადებენ ახალგაზრდას მეგობრები.
ახალგაზრდას ოჯახის დასახმარებლად გახსნილია ანგარიშის ნომერი: GE37TB7874645061100040- მიმღები-Soslan Gasievi. GE71TB7120945061100059-მიმღები- მზია ოჩიაური.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მკვიდრს, 26 წლის დიტო ხელხელაურს ვარშავის პოლიცია და ახლობლები უკვე ერთი კვირაა ეძებენ. ახალგაზრდა კაცი, ოთხი წელია პოლონეთში, სამუშაოდ იმყოფება.