კომენდანტის საათი 1-ელი ივლისიდან გაუქმდება
საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.
გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული. კომენდანტის საათი ქვეყანაში 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს.