წნორში მდებარე “ცოდნის კაფეს” ასაშენებლად ევროკავშირმა 130 000 ლარი გამოყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში მდებარე ,,ცოდნის კაფეს” ასაშენებლად ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ საჩუქრად 130 ათასი ლარი გამოყო და მის დამფუძნებლებს გადასცა.
,,ცოდნის კაფეს” დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი აცხადებს, რომ ერთობლივ მემორანდუმს მოეწერა ხელი, ევროკავშირის წარმომადგელობასა და “ცოდნის კაფეს” შორის, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა “ცოდნის კაფეს” მწვანე კარკასის ასაშენებლად ზემოაღნიშნული შემოწირულობა გადასცა მის დამაარსებლებს.
“დაუჯერებელ მიზანს ხომ მივაღწიეთ და ასე, აგურ-აგურ ვაკოწიწეთ და მიწა ვუყიდეთ ცოდნის კაფეს 39 380 ლარად წნორში. მეორე დაუჯერებელ მიზანსაც ხომ მივაღწიეთ და შენობის შავი კარკასისთვის ერთობით მოვუგროვეთ 88 411 და ახლა, მშენებლობის მესამე მიზნისთვის Mercy Corps-სმა და European Union in Georgia-მ ცოდნის კაფეს შენობის მწვანე კარკასისთვის 130 000 ლარი აჩუქა.
მეოთხე მიზნის გარშემო ვერთიანდებით ისევ მოქალქეები და პასუხისმგებლიანი ბიზნესი – სარემონტო ხარჯები უნდა მოვუგროვოთ 73 000 ლარის ოდენობით და ეგ არის. მომდევნო წელს ამ დროს ცოდნის კაფეში რომ შემოაბიჯებთ, ჩვენი 2 400-ზე მეტი თანამოქალაქის სახელები და გვარები დაგვხვდებათ ცოდნის კაფეს კედლებზე!” – აცხადებს ნანა ბაგალიშვილი.
მისი თქმით, კაფეს მშენებლობა ივლისში დაიწყება.