„ტრამვაი, სახელად „სურვილი“- პრემიერა თელავის სახელმწიფო თეატრში
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში, 25 და 26 ივნისს სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ეს რიგით მესამე პრემიერაა.
მათივე ინფორმაციით, მაყურებელს შესთავაზებენ რეჟისორ გოგი ჩაკვეტაძის ერთმოქმედებიან დრამატულ ისტორიას „ტრამვაი, სახელად „სურვილი“, ტენესი უილიამსის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.დარბაზში მაყურებელი დაიშვება ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთების დაჯავშნა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებმა სოციალურ ქსელში თეატრის ოფიციალურ გვერდზე მითითებულ ნომერზე უნდა დარეკონ.