ახალი ამბები

Farm Village Ikalto – როგორი იქნება ეკოსოფელი რომელიც იყალთოში შენდება

Farm Village Ikalto – ამ სახელწოდებით კახეთში, კერძოდ იყალთოში თანამედროვე სოფელი შენდება შთამბეჭდავი ხედებითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.

როგორც პროექტის შემქმნელები აცხადებენ, Farm Village Ikalto თანამედროვე სოფლის ინოვაციური კონცეფციაა, რომელიც მიზნად ისახავს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ჰარმონიულ და კომფორტზე მორგებულ თანაცხოვრებას.

სატყეო ზონიდან 100 მეტრით დაშორებული ტერიტორია ხასიათდება ნულოვანი განაშენიანებით, რაც გარემოსდაცვითი პრობლემებისა და მწვანე საცხოვრებლის დეფიციტის ფონზე, განსაკუთრებულ უპირატესობას წარმოადგენს მათთვის, ვისაც ქალაქის სწრაფი და სტრესული გარემოსგან შორს ყოფნა სურს.

პროექტი გულისხმობს 5 ჰექტარზე გაშენებულ საერთო სივრცეს, რომელშიც გაერთიანებულია: ერთ სართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები; საკუთარი საბოსტნე მეურნეობები. მიწის ნაკვეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ იყალთოს მიმდებარე ტერიტორია გამორჩეულია ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და ტურისტული მარშრუტებით.