16 ივნისს, გურჯაანში 2589 აბონენტს დროებით ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება
16 ივნისის 11:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2589 აბონენტს, მათ შორის სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორს“. ამის შესახებ ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
კომპანიის განმარტებით, გაზის მიწოდების შეწყვეტა “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ კაჭრეთის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოების განხორციელებას უკავშირდება, რომელიც 16 ივნისს განხორციელდება.
მათივე ცნობით, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.