ახალი ამბები

სეტყვამ ქალაქი დედოფლისწყარო დააზარალა

სეტყვამ ქალაქი დედოფლისწყარო დააზარალა.

სტიქია, რომელიც ათ წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. განადგურებულია ერთწლოვანი ბისტნეული კულტურები.

როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკა ჯანიაშვილმა განაცხადა, სეტყვამ მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საკარმიდამო ნაკვეთები დააზაიანა.

,,სტიქიამ ძირითადად ქალაქს გადაუარა, თუმცა სახლების დატბორვის ან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურების შესახებ იმფორმაცია არ შემოსულა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ძირითადი მოსავალი გადარჩა“-განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.