ახალი ამბები

სტიქია სოფელ ჩუმლაყში- ძლიერმა წვიმამ ცენტრალურ გზაზე ქვა – ღორღი ჩამოიტანა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ძლიერი წვიმის გამო,  ცენტრალურ გზაზე გადაადგილება დროებით შეზღუდული იყო.

უხვმა ნალექმა გზაზე ქვა – ღორღი ჩამოიტანა. ჩამოტანილი ნაშალის გაწმენდას, ა(ა) იპ მუნიციპალური სერვისის თანამშრომლები, შესაბამისი ტექნიკით ამ ეტაპზე ახორციელებენ.