ახალი ამბები

თელავში 55 წლამდე მამაკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

თელავში 55 წლამდე მამაკაცმა სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილო ჭრილობა გულ- მკერდის არეში აქვს მიყენებული.

რა შეიძლებოდა გამხდარიყო თვითმკვლელობის მიზეზი, ოჯახის წევრებისათვის უცნობია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.