,,ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ორი წევრი კახეთიდან პარლამენტში შედის
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის. გადაწყვეტილება პოლიტბსაჭომ მიიღო, რომელიც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გამოაცხადა.
ასევე პარტიის ორი წევრი, კახეთიდან გიორგი ბოტკოველი და ლევან ბეჟაშვილი პარლამენტში შედის.
გარდა ამისა, მელიას განცხადებით, საბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტია შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მელიას თქმით, პარტიისთვის ერთი პუნქტი კატეგორიულად მიუღებელია – საუბარია 20 ივნისის საქმეების ამნისტიაზე.
“ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში, ყველგან ბიძინა ივანიშვილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა, იმიტომ, რომ წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს”, – თქვა ნიკა მელიამ.
ნაციონალურ მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიმდინარეობდა. კონსულტაციებზე ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილთანაც ჩავიდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ მან რეგიონული ტური მოაწყო და როგორც ამბობს, აზრი ამომრჩეველს ჰკითხა.
ბლოკმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 36 მანდატი მოიპოვა, მათგან ორმა პარტია დატოვა – გრიგოლ ვაშაძემ და სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძე კი უკვე პარლამენტშია.
33 დეპუტატი, რომელიც პარლამენტში შედის:
ბუბა კიკაბიძე
ნიკა მელია
ხატია დეკანოიძე
კობა ნაყოფია
დევი ჭანკოტაძე
ლევან ვარშალომიძე
ზალიკო უდუმაშვილი
რომან გოცირიძე
თემურ ჯანაშია
ნატო ჩხეიძე
რამაზ ნიკოლაიშვილი
კახაბერ ოქრიაშვილი
გუბაზ სანიკიძე
აბდულა ისმაილოვი
ცეზარი ჩოჩელი
თამარ კორძაია
სულხან სიბაშვილი
გიორგი გოდაბრელიძე
დავით ხაჯიშვილი
დილარ ხაბულიანი
თინათინ ბოკუჩავა
როსტომ ჩხეიძე
დავით კირკიტაძე
გიორგი ბოტკოველი
ეკატერინე ხერხეულიძე
მანუჩარ კვირკველია
ნიკა მაჭუტაძე
აკაკი მინაშვილი
ნონა მამულაშვილი
ლევან ბეჟაშვილი
ბაჩუკი ქარდავა
ლევან ხაბეიშვილი
ანა წითლიძე