ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავარიის შედეგად ქვეითი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, სავარუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გაჩერებულ მანქანას, შემდეგ კი ქვეითს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.