გურჯაანის საკრებულოს წევრმა, მაია ბეროშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა
გურჯაანის საკრებულოს წევრმა, მაია ბეროშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა.
ის ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო და სოციალურ საკითხთა კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ხელმძღვანელობდა. თავად მაია ბეროშვილი სესიას არ ესწრებოდა.
საკრებულოში განმარტავენ, რომ მაია ბეროშვილმა დეპუტატის მანდატი კერძო სექტორში წასვლის გამო დატოვა.