თელავში მოსახლეობა გზებზე განლაგებული ცხაურების მოწესრიგებას ითხოვს
თელავში მცხოვრები მოსახლეობა გზებზე განლაგებული ცხაურების მოწესრიგებას ითხოვს. მათი განცხადებით, დაზიანებული ცხაურები გადაადგილების დროს პრობლემას უქმნით.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში knews.ge-ს განუცხადეს აღნიშნული პრობლემა მოსახლეობის დაუდევრობის გამო იქმნება.
“სრულიად სწორად და ყოველგვარი ხარვეზის გარეშეა დამონტაჟებული ცხაურები, თუმცა თავად მოსახლეობა ატრიალებს და უცვლის ფორმას იმის გამო, რომ მასზე გადასული მანქანა ქმნის ხმაურს და ეს არის მიზეზი ცხაურის ამოტრიალების. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ მივიღებთ ზომებს, მივმართავთ წყალმომარაგების სამსახურს და ისინი მოაგვარებენ ამ პრობლემას”,- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.