რა პროექტები განხორციელდება კახეთის რეგიონში პროგრამა „განახლებული რეგიონებისთვის“ ფარგლებში
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ თელავში ჩატარებულ სხდომაზე კახეთის 8 მუნციპალიტეტის ურბანული განახლების მდებარეობები შეარჩია.
მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი წინადადებებიდან კომისიამ ის მდებარეობები შეარჩია, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ. პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში ტენდერები უკვე გამოცხადდა.
იხილეთ წარმოდგენილი 8 პროექტის ჩამონათვალი მუნიცპალიტეტების მიხედვით:
თელავი – თელავის შემოსასვლელი (თბილისის გზატკეცილი, რუსთაველის ქუჩა)
ახმეტა – ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია; მდინარე ორვილას ხიდი (განახლება)
გურჯაანი – ი. ნონეშვილის ქუჩა და ე.წ. „პაპასბაღის“ და „ბებოსბაღი“
დედოფლისწყარო – ცენტრის და რუსთაველის ქუჩა; ნიკო ფიროსმანის მუზეუმი; შინ მოუსვლელთა მემორიალური პარკი
ლაგოდეხი – ზაქათალის ქუჩა და ე.წ. „პოლკოვის ბაღი“
საგარეჯო – დავით აღმაშენებლის ქუჩა; ცენტრალური ქუჩა და მოედანი
სიღნაღი – სხვადასხვა ქუჩაზე სეგმენტურად რეაბილიტაცია; ახალი ლოკაციების აღმოჩენა; ციხე გალავანის რეაბილიტაცია და განათების მოწყობა
ყვარელი – ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლება