მდინარე ალაზანში მამაკაცი დაიხრჩო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, მდინარე ალაზანში 56 წლის მამაკაცი დაიხრჩო.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი საქონელს მწყემსავდა და მდინარეში ცხენით ცდილობდა გასვლას.
მათი თქმით, მდინარის გადალახვის მცდელობისას, ის ძლიერმა დინებამ გაიტაცა და ცხენთან ერთად წაიღო.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა სამაშველო ჯგუფებმა თავდაპირველად ცხენს, შემდეგ კი მამაკაცის ცხედარსაც მიაგნეს.
ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.