საგარეჯოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საგარეჯოში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 წლამდე გოგონა დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქალს დაეჯა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლი , რომლის ვინაობა ცნობილია, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო ღინიძიებები.