ლაგოდეხში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა- ფოტო და ვიდეო ადგილიდან
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გურჯაანი-აფენის გზაზე, სოფელ გუჯარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შეჯახების შედეგად ერატი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
როგორც თვითმხილველები knews.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი დაშავებული გარდაიცვალა.
,,ავარია დავინახეთ და მაშინვე დავრეკეთ სასწრაფოში და საპატრულო პოლიციას შევატყობინეთ. მათ მოსვლა დაიგვიანეს და ჩვენი ძალებით ვცდილობდით დაშავებულების გადარჩენას და მათთვის სათანადო დახმარების აღმოჩენას”,-განუცხადეს knews.ge-ს თვითმხილველებმა.
სამი დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა.
რა გახდა მძიმე ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.