ახალი ამბები

თელავში ავარიის შედეგად 9 წლის მოზარდი დაშავდა

თელავში, ავარიის შედეგად 9 წლის მოზარდი დაშავდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერეკლე მეორეს გამზირზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ქვეითად მოსიარულე მოზარდს ზებრა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებული ბიჭი, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ამ წუთებში შესაბამისი დახმარება უტარდება.

მოზარდს ფეხები აქვს დაზიანებული.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.