თელავში გამოფენა ,,COVID-19: მიგრაციის სახეები” გაიმართა
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) თელავის იუსტიციის სახლის წინ გარე გამოფენა ,,COVID-19: მიგრაციის სახეები” გამართა.
გამოფენა 29 აპრილამდე გაგრძელდება და მის მიზანს წარმოადგენს იმ გამოწვევების და სირთულეების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რის წინაშეც დგანან მიგრანტები.
,,გამოფენა თელავში 2 კვირის განმავლობაში იქნება და ნებისმიერ პირს შეუძლია მოვიდეს, გაეცნოს მიგრანტების ისტორიებს”,- განუცხადა knews.ge-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თელავის ოფისის კოორდინატორმა მაკა ლეონოვმა.
გამოფენა დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.