თელავში ძაღლმა შუახნის ქალი დაკბინა
თელავის ცენტრში, მერიის შენობასთან ძაღლმა, შუახნის ქალი დაკბინა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცხოველი ქუჩაში მიმავალ ქვეითს მოულოდნელად დაესხა თავს. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, მას გადაუდებელი დახმარების ღონისძიებები უტარდება.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ინტერმუნიციპალური აიპი, რომელიც კახეთში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მართვისთვის შეიქმნა, ზაფხულში ამოქმედდება.