ახალი ამბები

შაქრის ფასი გაიზარდა

2020 წლის განმავლობაში საქართველომ $51.3 მილიონი დოლარის ღირებულების 143,207 ტონა შაქარი შეიძინა. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოში იმპორტირებული შაქრის საშუალო ღირებულება $358 დოლარი იყო.
შაქარი გაძვირებულია ადგილობრივ სასურსათო ქსელშიც. საქსტატის თანახმად, საქართველოს სავაჭრო ქსელებში 2021 წლის მარტში არსებული შაქრის ფასები 2020 წლის ფასებს 30.1%-ით აღემატება. შესაბამისად, შაქრის ფასების ზრდას ინფლაციაზე ნეგატიური გავლენა აქვს.
ლონდონის საფონდო ბირჟის მონაცემებით, ამჟამად ერთი ტონა შაქრის ღირებულება $424 დოლარს შეადგენს, რაც შაქრის ერთი წლის წინანდელ ფასთან შედარებით 25%-ით მეტია.