სოფელ გრემში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელმა თავისივე მეზობელს, ჭრილობა გულ- მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
მომხდარ ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.