ახალი ამბები

საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტები ისევ გაძვირდა

კახეთში მცხოვრებლების ინფორმაციით, სხვადასხვა პროდუქტზე ფასი 25-30 თეთრამდეა გაზრდილი. ადგილობრივების თქმით, გაძვირებულია ზეთი, შაქარი, კვერცხი, რძის ნაწარმი და ბურღულეული.

,,ზეთი 8 ლარი გახდა, ერთი კვერცხი 40 თეთრი ღირს, გაძვირდა შაქარი და რძის ნაწარმიც. ისედაც ვერ ვყიდულობდით ვერაფერს და ახლა მითუმეტეს ვერაფერს ვიყიდით. ხალხს არანაირი შემოსავალი აღარ აქვს, პენსიაც ისეთი ცოტაა, რომ არაფერში არ გვყოფნის”,- აცხადებენ ადგილობრივები.

სასურსათო მაღაზიებში აცხადებენ, რომ ფასების მატებასთან ერთად, მყიდველების რაოდენობამ იკლო. ისინი პროდუქტზე ფასების მატებას ლარის კურსის ცვალებადობას უკავშირებენ.