ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის მონაწილე პირს სამაცივრე მეურნეობა დაუწვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კრიმინალურ ავტორიტეტს სამაცივრე მეურნეობა დაუწვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მალხაზ ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობაში ხანძარი ჯერ დაუდგენელმა პირმა გააჩინა.

წინასწარი ინფორმაციით ხილის შესანახი საწყობები, მთლიანად განადგურებულია.

სოფელში ვარაუდობენ, რომ მომხდარი სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

25 მარტს, გამთენიისას, ჩუმლაყში მვხოვრებმა ტურიაშვილებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ბადუაშვილის ავტომანქანას ესროლეს.

სროლის დროს ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადუაშვილი და მასთან მყოფი ორი პირი, მძიმედ დაიჭრა.