ახალი ამბები

საგარეჯოში მამაკაცი დაჭრეს

საგარეჯოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

თვითმხილველების თქმით, კონფლიქტის ერთ- ერთმა მონაწილემ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცს დაზიანებები ქვედა კიდურების არეში მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსა, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ, თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები ოპერატიულ ღონოსძიებებს ატარებენ.