როგორია ეპიდსიტუაცია თელავის ბაგა-ბაღებში
თელავის მუნიციპალიტეტის 32 ბაგა-ბაღში ეპიდემიოლოგიური ვითარება მართვადია. თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ია ლუარსაბაშვილი განმარტავს, რომ ამ დროისთვის კორონავირუსი ქალაქში მოქმედ 4 საბავშვო ბაღშია დაფიქსირებული.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ #1, #2, #3 და #5 საბავშვო ბაღებში კორონავირუსი როგორც აღმზრდელებს ისე აღსაზრდელებს დაუფიქსირდათ, სააღმზრდელო დაწესებულებები სრულად არ დაკეტილა. მისი თქმით, ბაღებში კოლაკურად მოხდა ჯგუფების დაკეტვა და ინფიცირებულებთან შემხებლობაში მყოფი პირების თვითიზოლაციაში გადასვლა.
ია ლუარსაბაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია ბაღებში მართვადი იყოს, კორონავირუსზე ეტაპობრივად ყველა ბაღის თანამშრომლის ტესტირება მოხდა.
მაკა ხაზიური, ზურა არჩემაშვილი