ბებიას, რომელმაც შვილიშვილის კლასელები დააჩოქა და ბოდიში მოახდევინა გირაო შეეფარდა
ბებიას, რომელმაც შვილიშვილის კლასელები დააჩოქა და ბოდიში მოახდევინა, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეეფარდა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბრალდებული ქალისათვის 4000 ლარიანი გირაო შეფარდების თაობაზე.
სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და ლაგოდეხის ერთ- ერთ საჯარო სკოლას, სადაც არასრულწლოვნები სწავლობენ, არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.
ბებია განმარტავს, რომ არსებობს მისი შვილიშვილის დასჯის ვიდეოც, რომელიც შეგნებულად დამალეს.
შეგახსენებთ, შემთხვევა ლაგოდეხის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებს შორის მოხდა.
გოგონების გამო დაწყებული კონფლიქტისათვის თანაკლასელებმა, თანატოლს მსუბუქი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ბოდიში მოახდევინეს, რასაც საქმეში ბებიის ჩარევა მოჰყვა.
ბებიამ ორი მეექვსეკლასელი დააჩოქა და ბოდიშის მოხდა აიძულა. ფაქტი ასახულია ვიდეოზე, რომელსაც ერთ- ერთი არასრულწლოვანის დედა იღებდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 150- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისათვის, თავისუფლების უკანონო შეზღუდვას გულისხმობს.