ახალი ამბები

კაჭრეთის კოლეჯი ,,აისი” კორონავირუსის დაფიქსირების გამო ონლაინ სწავლებაზე გადავიდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში კოლეჯ ,,აისში” კორონავირუსის 14 შემთხვევა დაფიქსირდა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მანანა გოგაშვილის ინფორმაციით, პროფესიულ კოლეჯს, მთლიანად ონლაინ- სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცეს.

“ეს ფაქტობრივად აფეთქებაა, რადგან უკვე 14 შემთხვევაა და დღეს, კიდევ მოვიდა ოთხი ინფიცირებული. ასევე გამოკვეთილია 15- მდე კონტაქტი, ამიტომ მთლიანად ონლაინ- რეჟიმზე უნდა გადავიდნენ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ცალკეული ჯგუფების დაკეტვა არ გამოვა” – განაცხადა გოგაშვილმა.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგების მიერ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაში გადავა ან ტესტირება ჩაუტარდება. სულ გურჯაანში, 24 საათის განმავლობაში, კორონა ვირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.