თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ90 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.