ახალი ამბები

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

უწყებაში განმარტავენ, რომ გზაზე მოძრაობა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა.

,,ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.