21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დარჩება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„21:00 საათიდან, დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დარჩება“, – განაცხადა პრემიერმა.