გურჯაანში მცხოვრებ 4 წლის დათუნას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მცხოვრებ 4 წლის დათუნა ვარდოსანიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ბავშვის დედის მაკა ვარდოსანიძე თქმით, დათუნას გასული წლის 23 სექტემბერს დაუდგინდა თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე. მისივე ინფორმაციით, ბავშვს იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა მკურნალობა, მაგრამ ახლა სასწრაფოდ საჭიროა მისი გამგზავრება გერმანიაში, რათა გაუკეთდეს ოპერაცია.
,,ბავშვს თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, 12 ქიმიოთერაპია ჩაუტარდა და ახლა სასწრაფოდ საჭიროებს გერმანიაში წასვლას, რადგან საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ კეთდება. ოპერაციაა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ორივე თირკმელი. ეს 25 000 ევრო ჯდება. ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვაფინანსა 30 000 ლარით, თუმცა ეს თანხა არასაკმარისია. ვთხოვ ყველას დამეხმაროს, რომ ჩემს შვილს სიცოცლე შეუნარჩუნდეს”,- განუცხადა Knews.ge-ს მაკა ვარდოსანიძემ.
დახმარების მსურველებს თანხის დარიცხვა შეუძლიათ საქართველოს და თიბისი ბანკის ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი GE80BG0000000856236800 თიბისი ბანკი: GE41TB7978945061100088 მიმღები მაკა ვარდოსანიძე