ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას შესაძლოა სკოლის ნიშნებიც გაითვალისწინონ
ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას შესაძლოა სკოლის ნიშნებიც გაითვალისწინონ. აღნიშნულ საკითხზე განცხადება განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მან მკაფიოდ ისაუბრა ეროვნული გამოცდების რეფორმაზე. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე და არა ფაქტების ცოდნაზე.
მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ამერიკული მოდელის მიხედვით, უნივერსიტეტები ითვალისწინებენ არა მხოლოდ გამოცდის შედეგებს, არამედ სკოლაში მიღებულ საშუალო ქულასაც.
“ამერიკული მოდელი ასეთია – არის ასეთი გამოცდა SAT, რომელსაც აბარებს ყველა აბიტურიენტი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი უნივერსიტეტში მიღების დროს. ამერიკაში ასევე ითვალისწინებენ GPA–ს ანუ სკოლაში მიღებული ნიშნების საშუალოს. ანუ სკოლის ნიშნის ფასიც აწეულია. ჩვენ განვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საშუალება, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა ფაქტორებიც”,– განაცხადა მინისტობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა.